შ.პ.ს. N 1 სკოლის მათემატიკის პედაგოგის
ქეთევან არაბიძის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
ტრენინგის
რ ეფ ლ ე ქ ს ი ა
მასწავლებელთა
პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2018 წლის 26. 06-დან 10.07
ჩათვლით გავიარე ტრენინგის კურსი ისტის მიმართულებით ქ-ნ ინგა კახიანის
ხელმძღვანელობით.
მის მიერ
მსმანელებისათვის მიწოდებული მასალა შესაბამისობაში მოდიოდა ჩემს
ინტერესებთან და საჭიროებებთან მიმართებაში და იძლეოდა ისტის მიმართულებით
უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცების საშუალებას.
აღნიშნული
ტრენინგის მიმდინარეობისას გავეცანით ისეთ თემებს როგორიცაა Word-ის, Exel-ის, PowerpointPresentation-ის დოკუმენტებზე მანიპულირება, გაკვეთილისა და პროექტის გეგმებზე
მუშაობა, ბლოგის წარმოება და ა.შ.
ჩვენი
თანამშრომლობა მასწავლებლი სახლთან ქ-ნი ინგა კახიანის ხელმძღვანელობით ნაყოფერად
მიმაჩნია, მან შემასწავლა ბევრ ისეთ ინსტრუმენტთან მუშაობა, რაც მანამდე არ
ვიცოდი. სასიამოვნო იყო ასევე იმის აღმოჩენა, რომ ბლოგი პედაგოგმა კარგად შეიძლება
გამოიყენოს იმისათვის, რომ ერთად მოუყაროს თავი სასწავლო მასალებს, აქტივობებს,
სხვადასხვა რესურსებს და აწარმოოს ეს ელექტრონული ჟურნალი შემდეგი
განვითარებისათვის.
ვფიქრობ,
დასახული მიზანი მიღწეულ იქნა, რაც განაპირობა დაგეგმილმა აქტივობებმა და
რესურსებმა. მსმენელებმა შევძელით ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება:
ü დავამზადეთ PowerPoint Presentation
ü დავხვეწეთ და
განვავრცეთ გაკვეთილის, პროექტის გეგმასთან დაკავშირებული ნიუანსები
ü შევქმენით ბლოგი
და ავტვირთეთ მასზე არა მხოლოდ ტექსტ-დოკუმენტები და ფოტოები, არამედ
პრეზენტაციები, ბმულები, ვიდეოები და რესურსები. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის ვიზუალური
მხარის მოწესრიგებაზე
ü ვისწავლეთ
ყველაზე გამოსაყენებელი მოქმედებების შესრულება EXEL დოკუმენტში
ü გავეცანით
პრეზენტაციის ვიზუალურად დახვეწის ხერხებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,
ინტერნეტ-რესურსების მოხმარებისა და გამოყენების წესებს, შეფასების ინსტრუმენტებს.
გამოყენებულმა
რესურსებმა, საინტერესო თემებმა და დავალებებმა ამიმაღლა მოტივაცია მეტად ჩავრთო
ისტი გაკვეთილის დაგეგმვისას და რესურსების შექმნისას.
Comments
Post a Comment