ქუთაისის N 37 სკოლის სკოლის მეშვიდე მეხუთე კლასში ჩატარდ ღია გაკვეთილი მათემატიკაში
ქართველ ერს მუდამ მტერი ეხვია გარს,მაგრამ ჩვენმა კულტურამ და ერთმანეთის გვერდში დგომამ,მებრძოლმა სულმა დაგვიცვა და მოგვიყვანა დღემდე.ერთმუშტად შეკრული ჩვენი ერი მუდამ იცავდა და უფრთხილდებოდა თავის წიაღში ჩამალულ ესოდენ მდიდარ და მრავალფეროვან განძს.ერთ-ერთი ასეთი საგანძური არის, შოთა რუსთაველის მიერ, შექმნილი ვეფხისტყაოსანი",რომელიც ეროვნულობის ბურჯად და საყრდენად იქცა ქართველი ერისთვის.
არსებობდა ჯადოქარი ,რომელმაც ქართველებს ეს საგანძური მოგვპარა და კუნძულზე თავის სამფლობელოში ჩაკეტა
მეშვიდე კლასის მოსწავლეებს დაევალათ მისია:გადაეცურათ ტბა-გაევლოთ უღრან ტყეში-შესულიყვნენ ჯადოქრის ეზოში,ამისათვის დასჭირდათ მეგობრის დახმარება -გაეღოთ ოთახის კარი-გაევლოთ ქვაფენილი მახეებით სავსე გზადაგზა ეპოვნათ 4 გასაღები მათ შორის დანაღმულ პოლიგონზე.დაებრუნებინათ ვეფხის ტყაოსანი.ბავშვებმა ამისთვის სხვადასხვა დავალება წარმატებით შეასრულეს იპოვეს 4 ,, გასაღები და დაგვიბრუნეს ვეფხისტყაოსანი".
გაკვეთილის მიმდინარეობა:
დაბრკოლება N1
ჯადოქრის სახლი კუნძულზეა,იმისათვის რომ იქ მიხვიდეთ
კატერით უნდა გადაცუროთ ტბა,დრო კი 3 საათი გაქვთ.რა სიჩქარით უნდა იმოძრაოთ თუ იცით,
რომ იგივე მანძილი 4 საათში გაიარა კატერმა,რომლის სიჩქარე იყო 30კმ/სთ?
თუ
შენს მიღებულ პასუხს 10-ზე გაყოფთ მიიღებთ გასაღების ადგილსამყოფელის ნომერს პოლიგონზე.
დაბრკოლება N2
ჯადოქრის
სახლს გარს აკრავს ტყე , გზად ბილიკის გასწვრივ შეგხვდებათ სხვადასხვა სახეობის ხე.სულ
200 ცალი.მათი 40% ფიჭვია,25% ნაძვი,დანარჩენი კი წიფელი.ყურადღება დავალება:გამოთვალეთ
თითოეული სახეობის რამდენი ხე შეგხვდებათ გზაში.გაუთანაბრეთ დიაგრამაზე სვეტები შესაბამის
რიცხვებს და გასაღები თავად ,,გიპოვნით’’
დაბრკოლება N3
ეზოში შესასვლელად
მეგობრის დახმრება დაგჭირდებათ.თქვენს გვერდზე
მჯდომ თანაკლასელთან ერთად ამოხსენით შემდეგი განტოლება.ამ განტოლების პასუხი მიგითითებთ
პოლიგონზე გასაღების ადგილსამყოფელს
-2(x-4)+10=3(x+1)
დაბრკოლება
N4
მივადექით ოთახის კარს სადაც ჩვენი ,,ვეფხისტყაოსანია“
იმისათვის რომ გამოვიცნოთ კარის გასაღები კოდი და ვიპოვოთ ბოლო გასაღები თქვენ უნდა
შეავსოთ კროსვორდი.ამოიცნოთ დაშიფრული სიტყვა და იპოვოთ გასაღები.
დაბრკოლება N5
ჯადოქარს
აქაც მახეები დაუგია კარიდან ვეფხისტყაოსნამდე მისასვლელ ბილიკზე ფილები ისე დაუგია
რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველა და მათ შორის ჩვენი განძიც უფსრულში ჩავცვივდებით.ამიტომ
ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონვაა მნიშვნელოვანი და ისე გადადგმა.
ყურადღება
თქვენი დავალება : ამოხსენით შემდეგი მრავალმოქმედებიანი მაგალითი და გაიარეთ ჯადქრის
მახეები.
*მოსწავლეებს უფრო მეტად შეუყვარდათ მათემატიკა
*დაინტერესდნენ თითოეული საკითხით
Comments
Post a Comment