სასწავლო რესურსის რეფლექსია

სასწავლო რესურსი:სივრცითი ფიგურების მოდელები:სამკუთხა პრიზმა;ოთხკუთხა პრიზმა(მუყაოსგან და ასანთის ღერებისგან),მისის კერძო სახეები პარალელეპიპედი,კუბი;კონუსი;ცილინდრი.

კლასი: V  კლასი

საგანი:  მათემატიკა

მასწავლებელი:  ქეთევან არაბიძე

ნებისმიერი ტიპის რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, ვიზუალურად ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და ზრდის არქმის ხარისხს.

რესურსის შექმნის მიზანი: 

1.      მოსწავლეს დაეხმაროს ახალი სივრცითი ფიგურის ვიზუალურად აღქმაში.

2.      ადვილად განასხვავავოს სივრცით ფიგურა პრტყელი ფიგურისგან.

3.      დაიმახსოვროს პრიზმის კერძო სახეები,ასევე ცილინდრი და კონუსი.

4.      მოტივაცის ამაღლება და ჩართულობის გაზრდა.

5.      სასწავლო მასალის აღქმაში სხვადასხვა არხის ჩართვა, მაგ. ვიზუალურის. 

    რესურსი სრულად აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და     ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.რესურსი მოდის შესაბამისობაში, როგორც დამხმარე საშუალება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან, სტანდარტთან.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია: რესურსის გამოყენება მარტივია.მოსწავლეებს ვაჩვენე (თითოეულმა მოსწავლემ დაათვალიერა და შეადარა ერთმანეთს მოდელები) სივრცითი და ბრტყელი ფიგურების მოდელები მათი ერთმანეთისგან განსხვავების მიზნით.ერთ-ერთი სივრცითი ფიგურა დავშალეთ,  შლილის გასაკეთების მიზნით.ასევე გაარჩიეს ერთმანეთისგან წიბო(მწვანე ზოლები),წვერო(ყვითელი წერტილები) და წახნაგი(მუყაო). ასანთის ღერებისგან გაკეათებული კუბის მოდელის საშუალებით ვაჩვენე პრიზმის კარკასი.კონუსის და ცილინდრის მოდელებით მოსწავლეები გაეცვნენ აღნიშნულ ფიგურებს და განასხვავეს პრიზმისაგან.

მიმართულება: ,,სივრცითი ფიგურები“

მათ.V.9.    მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.

·      ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

·      სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელებისაგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას; ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.

 

აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-5-ე კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად, მოსწავლე ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, ისინი უფრო ადვილად აღიქვამენ ინფორმაციის მოცემის ამ ხერხს.მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.

მოცემული რესურსის შექმნისას გავითვალისწინე გაკვეთილის თემა და მიზანი.რესურსის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ  ასაკობრივ  ჯგუფთან .ვინაიდან  სივრცითი ფიგურებზე ამოცანები გვხვდება თითქმის ყვალა საფეხურზე. ამასთანავე მოცემული რესურსის ინტეგრირება შესაძლებელია ზოგიერთ საგნობრივ დისიპლინასთან.

რესურსის გამოყენებით:

·         გაკვეთილი გახდა  საინტერესო და სახალისო;

·         ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია;

·         ხელი შეუწყო ახალი სივრცითი ფიგურის ელემენტების სწრაფად დამახსოვრებას.

დანართი:



Comments

Popular posts from this blog