ქუთაისის N37 საჯარო სკოლა 5(ა) კლასი ჯგუფური მუშაობა.განვლილი მასალის შეჯამება.მართკუთხედის და კვადრატის ფართობი,პერიმეტრი.
მოსწავლეებს დაევალათ შემდეგი მისია:
დავალება N 1
გიორგიმ მართკუთხედის
ფორმის ბაღის მოპირკეთება გადაწყვიტა ფილებით.გიორგის ბაღის სიგრძე 5მ,ხოლო სიგანე
4მ-ია.ხოლო, ასევე მართკუთხედის ფორმის, ფილის
გვერდები კი -40სმ და 30სმ-ია. გიორგიმ ამასთანავე გადაწყვიტა კვადრატის ფორმის
ხუთი ყვავილნარის გაკეთება ,რომლის გვერდი
20სმ-ია. რათანხა დაუჯდება გიორგის ბაღის მოპირკეთება თუ ერთი ფილა თავის დაგების თანხასთან
ერთად ღირს 12 ლარი?
დავალება N2
გიორგის ეზოს ასევე მართკუთხედის ფორმა აქვს რომლის
სიგრძე და სიგანე შესაბამისად 9მ და 11მ -ია.გადაწყვიტა მესერის შეცვლა.რა თანხის მესერის
ყიდვა მოუწევს გიორგის თუ 1მეტრი თავის დამონტაჟებით ღირს 25 ლარი.ასევე გაითვალისწინე
რომ გიორგი ჭიშკარსრომლის სიგრძე 3 მეტრია,რომელსაც არ ცვლის.
მასალების მოსატანად გიორგის ქალაქში მოუწევს წასვლა
დავალება N3
გიორგი გეგმავს მანქანით წასვლას რომლის სიჩქარეა
50კმ/სთ.
მას აქვს ქალაქამდე ჩასვლის ორი ვარიანტი (იხ ნახაზი).აირჩიეთ
ის ვარიანტი რომლის არჩევის შემთხვევაში უფრო ნაკლები დრო და საწ ვავი დაიხარჯება და
იპოვეთ წასვლა-მოსვლაზე გაწეული საწვავის ხარჯი თუ ყოველ 100 კმ-ზე ხარჯავს 15 ლარის
საწვავს.
მაღაზია |
ეზო |
რა თანხა უჯდება გიორგის ბაღის და ღობის განახლება?
Comments
Post a Comment